ფლორიდელმა ავტომფლობელმა ელექტროენერგია ერთ-ერთი ადგილობრივისგან მოიპარა. მამაკაცის ინფორმაციით, მისი ავტომობილი შუა გზაში გაჩერდა. მას სხვა გზა არ ქონდა, ავტომობილი უცხო სახლთან მიიყვანა და დენცქვიტა ნებართვის გარეშე გამოიყენა.
მამაკაცმა 120 ვოლტიანი კაბელი გამოიყენა და ელექტროქარი სახლთან 12 საათით დატოვა. სახლის მფლობელმა გაზონზე დაპარკინგებული უცხო Tesla model 3 დილით აღმოაჩინა. მანქანის მფლობელი მის წასაყვანად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მივიდა. მას არც ბოდიში მოუხდია და არც დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უცდია, ადგა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულმა მხარემ საჩივრის აღძვრაზე უარი განაცხადა და ამიტომ დამნაშავე საერთოდ დაუსჯელი დარჩა.