Youtube–ბლოგერმა სიმონა გირცმა გადაწყვიტა რომ „ტესლას“ პიკაპს არ დალოდებოდა და სასურველი მოდელი თავისი ხელით შეექმნა. გოგონამ ბაზად Model 3 აიღო, რამდენიმე ტექნიკოსი დაიხმარა და „ტესლას“ ელექტრომობილს ახალი სიცოცხლე შესძინა.
Model 3 ბლოგერმა ალუმინის ძარის გამო შეარჩია. საქმე ისაა, რომ ალუმინის მოდიფიცირება რკინაზე ბევრად უფრო მარტივია. პიკაპის აწყობის პროცესი რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა. პირველი ეს იყო სალონის დემონტაჟი, მეორე – ზედმეტი ნაწილებისგან გათავისუფლება და მესამე – ახალი ძარის დამონტაჟება.
ბონუსის სახით გირცმა საბარგული და რკინის მილებიც დაამონტაჟა. შედეგი კი მართლაც საინტერესო გამოვიდა.
რაც შეეხება Telsa–ს ელექტრონულ ყველგანმავალს ის სავარაუდოდ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიქმნება.
