LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model 3–ს შუა გზაზე საჭე მოძვრა

140
brokenteslanews

ფაქტობრივად სულ ახალ Tesla Model 3–ს გადაადგილებისას საჭე მოძვრა. როგორც მისი მფლობელი ირწმუნება, მანქანა მან ოფიციალური დილერისგან სულ რაღაც ერთი თვის წინ შეიძინა.

„ტესლას“ ავტომობილების მფლობელებს ბევრნაირი საჩივარი ქონიათ, ცუდი საღებავი, ძარის დეტალების უსწორმასწორობა და ა.შ. თუმცა ტარებისას საჭის პრობლემა აქამდე არავის უხსენებია.

როგორც დეფექტური ელექტროქარის მფლობელი აცხადებს, პრობლემები ავტომობილის ყიდვისთანავე დაიწყო. კუთვნილი მანქანა მას ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში უნდა მიეღო, თუმცა თავისი „ტესლა“ მხოლოდ მარტში იხილა. კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინის გამო, მან ავტომობილის წესიერად გამოცდაც ვერ შეძლო. ყიდვის დღიდან ინციდენტამდე სულ რაღაც 500–მდე კილომეტრი თუ გაიარა და ბოლოს საჭე ხელში შერჩა. საბედნიეროდ, საჭე მგზავრობის ბოლოს დაზიანდა, მაშინ როცა მამაკაცი უკვე თავის ქუჩაზე უხვევდა, ამიტომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ტესლამ“ ამ ამბის გაგებისთანავე ოპერატიულად იმოქმედა. დეფექტიანი მანქანა ერთ დღეში შეაკეთეს და მფლობელს დაუბრუნეს. ამჟამად კი სპეციალისტები იმის გარკვევას ცდილობენ, თუ რამ გამოიწვია ასეთი უცნაური პრობლემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g