LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model S-მა ერთი დატენვით 900 კილომეტრი გაიარა

38

სტივენ პიტერსმა და ჯოერი კულსმა ბელგიიდან მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. Tesla Model S P100D-ით 24 საათზე ნაკლებ დროში 901,2 კილომეტრი გაიარეს.

რეკორდის დასამყარებლად მონაწილეებმა 26 კილომეტრიანი წრიული მარშრუტი სეარჩიეს. იმისათვის, რომ მოძრაობის სხვა მონაწილეებს ექსპერიმენტის შესახებ ცოდნოდათ, უკანა მინაზე წარწერა ”Test” გააკეთეს. როგორც პიტერსმა და კულსმა დაადგინეს, ყველაზე ეკონომიურად ძრავი 40 კილომეტრ/საათ სიჩქარეზე მუშაობს, სწორედ ამიტომ, მთელი მარშრუტის განმავლობაში ასეთი სიჩქარის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

მთლიანობაში აკუმულატორმა 23 საათისა და 45 წუთის განმავლობაში იმუშავა. ავტომობილის საშუალო ხარჯი 108 ვატ/საათი გახლდათ ერთ კილომეტრზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები