LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y მანევრირების ტესტს არაჩვეულებრივად გაუმკლავდა

27
teslamodely

ესპანური გამოცემა Km77.com–ის ექსპერტებმა მორიგი ტესტი ჩაატარეს და ამჯერად Tesla Model Y–ის შესაძლებლობები დატესტეს. მანევრირების შემოწმების დროს, ელექტროქარმა ექსპერტები სასიამოვნოდ გააოცა, 83 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროს მკვეთრ მოსახვევებს თავს ძალიან კარგად ართმევდა.

შეგახსენებთ, რომ მანევრირების ტესტი ავტომობილებისთვის ერთ–ერთი ყველაზე რთული გამოცდაა. ექსპერტები ავტომობილის მართვადობას და იმას აკვირდებიან, თუ როგორ უმკლავდება ის მოულოდნელად წარმოქმნილ წინაღობებს. საცდელმა მოდელმა დათქმული ტრაექტორია უნდა გაიაროს, შეასრულეს მკვეთრი მანევრები, თანაც ისე რომ გზაზე განლაგებული კონუსები არ წააქციოს. შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუკი ავტომობილის დავალებას 77 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას შეასრულებს.

Model Y–მ ყველაფერი 73კმ/სთ სიჩქარით დაიწყო და ტრასა დაბრკოლების გარეშე გაიარა. ამის შემდეგ სიჩქარე ნელ–ნელა იზრდებოდა და 83კმ/სთ აჩქარების დროსაც ყველაფერი იდეალურად იყო. თანაც ტესტის გავლა ორმა მძღოლმა ერთნაირად კარგად შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები