Tesla ნელ-ნელა ევროპისკენ დაიძრა. ამერიკული ავტომწარმოებელი მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ევროპაში პირველი ქარხანა ააშენოს. ინფორმაცია ამის შესახებ გავლენიანმა გამოცემამ – „The Wall Street Journal“-მა გაავრცელა.
ტესლამ დასაწყისისთვის ორი ქვეყანა ჰოლანდია და გერმანია შეარჩია და პირველ ქარხნებსაც სწორედ იქ ააშენებს. ევროპული დანაყოფები ძირითადად ელექტრომობილების ასაწყობად იქნება განკუთვნილი და მათი საშუალებით ევროპული ბაზარი მომარაგდება.
შეგახსენებთ, რომ ტესლას სულის ჩამდგმელი ილონ მასკია და ის ამჟამად ელექტრონული ენერგიის გამომუშავებისა და შენარჩუნების გზებზე მუშაობს.