LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla პროგრესირებას განაგრძობს

55

ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla მომხმარებლებს ახალი თაობის ავტომობილი Tesla Model III გააცნო. უახლესი მოდელი სრულად დამუხტვით 320კმ-ს ფარავს, ხოლო მისი ფასი 35 ათასი დოლარია.

”ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოდელები დავამზადოთ” – აცხადებს Tesla Motors-ის დამფუძნებელი ელონ მასქი.

Tesla Model III საავტომობილო ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდება და მისი ფასი 35 ათასი დოლარი იქნება, რაც Model S-თან შედარებით თითქმის 50%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი მოდელი წინამორბედთან შედარებით 20%-ით მჩატეა, რამაც ავტომობილის შესაძლებლობების გაზრდა გამოიწვია. ეს კი კილომეტრაჟსაც შეეტყო.

როგორც ელონ მასქი აცხადებს, კომპანიის მიზანია შექმნას მინიმალურად დაბალფასიანი ელექტროავტომობილი, რომელიც მომხმარებლების კომფორტსა და ეკონომიურობაზე იქნება გათვლილი. მისივე განცხადებით Model III ელექტრომობილების წარმოებაში გადატრიალებას მოახდენს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები