Tesla Roadster, რომელიც კოსმოსში 2018 წლის თებერვალში გაიგზავანა, კოსმოსური ნაგავის სიაში მოხვდა. ელექტროქარი „ხელოვნური კოსმოსური ობიექტების კატალოგში“ შეიტანეს. კატალოგი აერთიანებს ყველა იმ ნივთს, რომელიც ღია სივრცეში ადამიანის ხელით გაიგზავნა.
ილონ მასკის ელექტროქარი გაგზავნიდან 2 წლის შემდეგ ნაგავად აღიარეს. ასეთი გადაწყვეტილება ჰარვარდის ასტრო–ფიზიკური ცენტრის ექსპერტებმა მიიღეს. ისინი კატალოგზე უკვე 40 წელია რაც მუშაობენ და ღია სივრცე მაქსიმალურად შესწავლილი აქვთ.
წითელი ფერის Tesla Roadster მოხვდა სიაში, სადაც მის გარდა 2 ათასამდე მოქმედი თანამგზავრი, ასევე სხვადასხვა დაზიანებული ასტრონავტული ტექნიკაა. მთლიანობაში კატალოგი 57 424 ობიექტს აერთიანებს და თითოეული ნივთი კოსმოსს ძალიან აბინძურებს.
ელექტროქარი დედამიწიდან 89,6 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მისი გადაადგილების სიჩქარე დაახლოებით 14,5 კილომეტრი/წამშია. აღსანიშნავია, რომ ელექტროქარმა მზის გარშემო შემოვლა გასული წლის აგვისტოში დაასრულა და ილონ მასკის ავტომობილს ამისთვის სრული 557 დღე დასჭირდა.