ილონ მასკის კომპანია და ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, Tesla, სიახლეზე მუშაობს. კერძოდ კი საუბარია იმაზე, რომ უახლოეს მომავალში კომპანიას საკუთარი სტრიმინგ-სერვისი ექნება.
სერვისი კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების პაკეტში შევა. აქამდე Tesla სერვის Spotify-სთან თანამშრომლობდა.
შეგახსენებთ, რომ Tesla 2003 წელს შეიქმნა და დღესდღეობით ერთ-ერთი პირველია, რომელიც მანქანების ავტოპილოტზე მუშაობდა.