კომპანია Ford-მა ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე „მუსტანგების“ ოჯახის ახალი წევრი – კუპეს მსგავსი კროსოვერი Mach-E წარადგინა. სიახლის ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია მყიდველებს 43 ათასი დოლარი დაუჯდებათ, რაც მის პირდაპირ კონკურენტ Tesla Model Y-ზე უფრო იაფი გამოდის, დინამიკის მიხედვით კი Mach-E მეორე კონკურენტზე Porsche Macan-ზე უფრო მძლავრი იქნება.
Mustang Mach-E-ს ორი მოდიფიკაცია ექნება: საბაზისო 75,7 კილოვატიანი ელემენტით, 255 ძალის აგრეგატით ან 98,9 კილოვატიანი ელემენტით და 282 ძალის ძრავით. სვლის მარაგი ავტომობილის ვერსიის მიხედვით 340-დან 600 კილომეტრამდე იქნება, 0-დან პირველი „ასეულის“ განვითარებას კი 7-დან 5,5 წამამდე დრო დასჭირდება.
რაც შეეხება ყველაზე მძლავრ მუსტანგ Mach-E GT-ს, ის ორ ელექტრო ძრავს მიიღებს და საერთო ჯამში 459 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს.
საპასპორტე მონაცემების მიხედვით, 0-დან 100 კმ/სთ-მდე გახურებას – 3,5 წამი დასჭირდება, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.