LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ზე უფრო იაფი და Porsche-ზე უფრო სწრაფი – „ფორდმა“ ახალი ელექტროკროსოვერი წარადგინა

91
mustang-news23234243221

კომპანია Ford-მა ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე „მუსტანგების“ ოჯახის ახალი წევრი – კუპეს მსგავსი კროსოვერი Mach-E წარადგინა. სიახლის ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია მყიდველებს 43 ათასი დოლარი დაუჯდებათ, რაც მის პირდაპირ კონკურენტ Tesla Model Y-ზე უფრო იაფი გამოდის, დინამიკის მიხედვით კი Mach-E მეორე კონკურენტზე Porsche Macan-ზე უფრო მძლავრი იქნება.

Mustang Mach-E-ს ორი მოდიფიკაცია ექნება: საბაზისო 75,7 კილოვატიანი ელემენტით,  255 ძალის აგრეგატით ან 98,9 კილოვატიანი ელემენტით და 282 ძალის ძრავით. სვლის მარაგი ავტომობილის ვერსიის მიხედვით 340-დან 600 კილომეტრამდე იქნება, 0-დან პირველი „ასეულის“ განვითარებას კი 7-დან 5,5 წამამდე დრო დასჭირდება.

რაც შეეხება ყველაზე მძლავრ მუსტანგ Mach-E GT-ს, ის ორ ელექტრო ძრავს მიიღებს და საერთო ჯამში 459 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს.

საპასპორტე მონაცემების მიხედვით, 0-დან 100 კმ/სთ-მდე გახურებას – 3,5 წამი დასჭირდება, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები