LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ავტომობილი ნაძვის ხედ გადააქციეს (ვიდეო)

45

„ტესლას“ ავტომობილი ნაძვის ხედ გადააქციეს. კომპანია Tesla Motors-მა ელექტროქარ model X-ის მფლობელებს საშობაოდ განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა. უფრო ზუსტად კი სიახლე ორი იყო – პირველი ის რომ, კროსოვერი „საშობაო ხედ“ გადააქციეს და მეორე – მასში მარსის ნავიგატორი გაააქტიურეს. კალიფორნიულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ საახალწლოდ პროგრამული უზრუნველყოფაც განეახლებინა და „Tesla Holiday Snow” შეექმნა. მისი გააქტიურება კი პაროლის – „modelxmas” შეყვანით ხდება. ამის შემდეგ, ელექტროქარი ავტომატურად ფარების ციმციმს იწყებს, გაიღება უკანა კარები და აუდიოსისტემა კი საშობაო კომპოზიციებს შეასრულებს. გარდა ამისა, ავტომობილის მფლობელებს მეორე კოდის „mars”-ის შეყვანაც შეუძლიათ. ამის შემდეგ დისპლეიზე გაჩნდება სპეციალური პროგრამა, რომელიც მარსზე გადაადგილების შთაბეჭდილებას შექმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები