ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც კროსოვერი Tesla Model X-ის ავარიაა ასახული. ავტომობილი შემთხვევის დროს სერპანტინზე გადაადგილდებოდა და მას ავტოპილოტი მართავდა.
როგორც რგოლის აღწერილობაშია ნათქვამი, ავტოპილოტის მუშაობის დროს საჭესთან მძღოლიც იჯდა და პირველი არასწორი მანევრის კორექტირება მან დროულად შეძლო. თუმცა, ამის შემდეგ ავტომობილს სიჩქარე სულ უფრო და უფრო ემატებოდა და მძღოლს არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. ავტომობილი გადაიჩეხა, თუმცა საბედნიეროდ, მგზავრები მსუბუქი დაზიანებებით გადარჩნენ.
