LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ავტოპილოტი პოლიციის Dodge Charger–ს დაეჯახა

120
teslacrashdogcharger

მიჩიგანის შტატში მოხდა ავარია, რომელშიც Tesla Model Y და სამართალდამცავთა Dodge Charger მონაწილეობდნენ. ელექტრონული კროსოვერი ავტიპილოტით გადაადგილდებოდა, როდესაც დაპარკინგებულ პატრულს დაეჯახა.

ავარია ღამით, დეტროიტის ტრასაზე მოხდა. პოლიციელები იმ ადგილას ავარიის გამო იყვნენ მისულები, ცოტა ხნით ადრე ავტომობილი ირემს დაეჯახა. ოფიცერმა ცისფერი Dodge Charger დააპარკინგა, ავარიული განათება ჩართო, თუმცა ძარის ნახევარი სავალ ნაწილზე დარჩა.

სულ ცოტა ხანში კი დაპარკინგებულ Charger–ს შავი ფერის კროსოვერი Tesla Model Y დაეჯახა. დაჯახების შედეგად პოლიციის ავტომობილს უკანა ბამპერი, უკანა მარცხენა კარი და ფრთა დაუზიანდა. ელექტროქარს წინა ბამპერი და ფარები დაემტვრა. „ტესლას“ მძღოლმა ოფიცერს უთხრა, რომ ელექტროქარი ავტოპილოტით გადაადგილებოდა.

ავარიის შედეგად არავინ დაზარალებულა. გამოძიება დაიწყო და სამართალდამცავები იმის დადგენას შეეცდებიან, თუ რატომ ვერ აღიქვა ავტოპილოტმა დაპარკინგებული ავტომობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g