LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ელექტროქარებმა შესაძლოა უსადენო სატენი მიიღონ

142
tesla

კომპანია Tesla ელექტროქარების უსადენოდ დასამუხტი სისტემის დანერგვას აპირებს. მწარმოებელი მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანულ კომპანია Wiferion-თან, რომელიც სწორედ უსადენო ტექნოლოგიების შექმნითაა დაკავებული. თუკი შეთანხმება შედგება, შესაძლოა Tesla-ს დამუხტვის ასეთი ფუნქციაც დაემატოს: სმარტფონის მსგავსად საჭირო იქნება რომ ავტომობილი სპეციალურად აღჭურვილ ადგილას განთავსდეს და სადენის გარეშე დაიმუხტოს.

აღსანიშნავია, რომ სიახლის შესახებ ამერიკული მწარმოებელი ჯერ კიდევ მარტის თვეში ალაპარაკდა, როცა მომავლის დასამუხტი სადგურის რენდერები აჩვენა, სადგურის რომელიც კაფეებითა და კინოთეატრით იქნება აღჭურვილი.

პარკინგზე დამუხტვას ერთდროულად 30-მდე ელექტრომობილი შეძლებს, თანაც ნაწილი – უსადენოდ. თუ როდის აქცევს კომპანია ამ იდეას რეალობაც, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გერმანული მწარმოებლის შეძენა მოვლენათა განვითარებას ნამდვილად დააჩქარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები