LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ კვარტლური შემოსავალი 27–ჯერ გაიზარდა

96
ilonmask345

Tesla–მ გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, საიდანაც ირკვევა რომ 2021 წლის პირველ კვარტალში სუფთა შემოსავალმა 438 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27–ჯერ უფრო მეტია და შარშან „ტესლამ“ მხოლოდ 16 მილიონის შოვნა შეძლო. კომპანიის რეკორდული შემოსავალი რამდენიმე ფაქტორითაა განსაზღვრული და მათგან ერთ–ერთი კრიპტოვალუტაა.

იანვარსა და მარტში „ტესლამ“ 180 338 ელექტროქარის გამოშვება შეძლო და 184 880–ის რეალიზება მოასწრო. შესაბამისად, წარმოების მაჩვენებელი 76%–ით გაიზარდა, გაყიდვები კი 109%–ით. ყველაზე დიდი მოთხოვნა ელექტროქარებზე Model 3–სა და Model Y–ზე იყო. ეს მოდელები 182 780 ეგზემპლარი გაიყიდა.

როგორც ჩანს, „ტესლას“ ვერაფერი დააკლო ბაზარზე არსებულმა რთულმა სიტუაციამ, ვერც პანდემიამ და ვერც გლობალურ ბაზარზე შექმნილმა მირკოსქემების დეფიციტმა.

კიდევ 101 მილიონი დოლარი „ტესლამ“ თავისი ბიტკოინების 10%–ის გაყიდვით იშოვა. იანვარში კომპანიამ 1,5 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა იყიდა და თებერვლის ბოლოს ღირებულება 2,58 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა, ბრენდი ბიტკოინების ყიდვით არ დაკმაყოფილდა და მარტიდან ელექტროქარების ბიტკოინებზე გაყიდვა დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები