ეკატერინე თოფურია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღწერს, თუ რა შეემთხვათ მის ნათესავებს ტესტებთან დაკავშირებით. როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსით ინვიცირებულ ადამიანს უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რის შემდეგაც ბევრთან ჰქონდა კონტაქტი, მოგვიანებით კი 112-დან დაურეკეს და აცნობეს, რომ მოხდა შეცდომა და მისი პასუხი არასწორი იყო.
გთავაზობთ სტატუსს:
“გასულ კვირას ოჯახის ორ წევრს გაუკეთდა კოვიდზე ტესტი
?
ერთი დადებითი იყო და მეორეს უარყოფითი პასუხი მოუვიდა ?♀️
გავიდა 6-7 დღე და 112 -დან ურეკავენ ურყოფით პასუხიანს და ეუბნებიან, რომ მას კორონა ვირუსი აქვს ?♀️ ადამიანს ენა ჩაუვარდა პირდაპირი მნიშვნელობით გაოგნებისგან ?
პაციენტი: “ხომ მომწერეთ, რომ პასუხი უარყოფითია”?
ოპერატორი: “შეგვეშალა, კორონა გაქვთ”…
პაციენტი: “უამრავ ადამიანთან მქონდა კონტაქტი და ტესტის უარყოფითი პასუხის გამოგზავნის შემდეგ მეუბნებით ამას?” ?♀️
ოპერატორი: “როგორ, თქვენ გარეთ დადიხართ და ტელეფონზე შეტყობინებაც შენახული გაქვთ, არ წაგიშლიათ?” ?♀️
პაციენტი: “უარყოფითი პასუხი მომწერეთ და აბა, რა უნდა მექნა”?
ოპერატორი: “ტელეფონზე შენახული ტესტის უარყოფითი პასუხი წაშალეთ, პრობლემები არ გვინდა” ?♀️
პაციენტი: “არ წავშლი, ეს ჩემი თავდაცვის ერთადერთი მტკიცებულებაა” ?♀️
პ.ს უარყოფითპასუხიანს უთხრეს, რომ ვირუსი 72 საათის მერე აღარ გადადის და საშიში არაა ?♀️ რომ გარეთ გასვლა საყიდლებზე შეეძლო და არ იყო მკაცრი თვითიზოლაცია საჭირო ( აფთიაქში და პროდუქტის საყიდლად გადიოდა, საქეიფოდ და რესტორნებში არ გასულა, მორალისტებო! ) ?♀️
დადებითი პასუხი ვისაც მოუვიდა, ფილტვების ანთება აქვს ? ურეკავს ექიმი ცხელების ცენტრიდან და ეუბნება “არა, არაფერი არ გინდათ მედიკამენტი, წყალი დალიეთ ბევრი და კარგად გახდებით”
ფილტვების ანთებაზე კლინიკაში რომ სხვა ექიმს მკურნალობა არ დაენიშნა და მედიკამენტები არ გამოეწერა, ხომ მოკლავდა ადამიანს?
პ.პ.ს საქართველოს მთავრობა, ქართული ოცნება / Georgian Dream ღმერთი არ გვკლავს და თქვენ რატომ გვხოცავთ?”