LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტესტირება არ შეჩერდება, პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება – ამირან გამყრელიძემ სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა: ჯანდაცვის მინისტრი

155
1

“ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება”, – ასე ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა, რადგან არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს.

ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რომ ტესტირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება იმ ადამიანებისთვის, ვინც სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან უფასოდ იღებდა:

“ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის.

ტესტირებას რაც შეეხება, მან ამირან გამყრელიძემ გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან “ომიკრონს” სწრაფი გადადება და გავრცელება აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და – კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება – გაიკეთოს.

თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის.

არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი “მწვანე პასპორტის” ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება ან გადამოწმება”, – განაცხადა აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g