სარა ჯესიკა პარკერი აქტიურად მუშაობს სერიალ „გაყრის“ ახალ სეზონზე. მსახიობი ბოლო დროს რამდენჯერმე მოექცა პაპარაცების ობიექტივში. ამჯერად გადაღებები ისევ ნიუ-იორკში განახლდა, სადაც 53 წლის მსახიობი სერიალის ერთ-ერთ სცენას იღებდა. ფოტოებზე ჩანს, რომ პარკერს ამინდთან შეუსაბამოდ აცვია და სცივა, თუმცა ეს არ უშლის ხელს ქერი ბრედშოუს იმიჯი მოირგოს.
სარამ არც ამჯერად დატოვა იმედგაცრუებული გულშემატკივრები. ის თეთრი პლაშით, ზოლიან პერანგში, ბორდოსფერი ჩექმითა და იასამნისფერი კოლჰოტით იყო წარმოდგენილი.