LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი: რუსეთმა, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს

135
სამოქალაქო გემები

„რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც თავს დაესხას“, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის, ადამ ჰოჯის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე” - ვლადიმერ პუტინი

„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე” - ვლადიმერ პუტინი

„მივიჩნევთ, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დასაკისრებლად“, – აღნიშნა ადამ ჰოჯმა.

როგორც მანვე განაცხადა, შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

ადამ ჰოჯის თქმით, აღნიშნულზე მიანიშნებს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ შავი ზღვის წყლებში, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი, სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g