LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი უარყოფს პუტინის განცხადებს, რომლის მიხედვითაც აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „მორატორიუმი“ შესაძლებლად მიიჩნია

228
თეთრი სახლი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „მორატორიუმი“ შესაძლებლად მიიჩნია“, თეთრი სახლი ეხმიანება. თეთრი სახლი უარყოფს ვლადიმერ პუტინის განცხადებებს.

„აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არანაირი გარანტია ან ვალდებულება არ მიუცია. არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი: ვლადიმერ პუტინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g