სულ რამდენიმე კვირაში დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლს დატოვებენ. იქამდე კი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა პირველმა ლედიმ თეთრი სახლი საშობაოდ მორთო. ტრადიციისამებრ მაყურებელმა ინტერიერი სპეციალურად გავრცელებული ვიდეოთი დაათვალიერა. წელს ახალი წლის მთავარი თემა იყო „ამერიკა მშვენიერია“ და საშობაო თემების შექმნაში მონაწილეობა მოხალისეებმა მიიღეს.
მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა გაავრცელა და ყველა მოხალისეს, რომელიც ამ დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდა, მადლობა გადაუხადა.
მთავარი ნაძვის ხე ფერმერმა დენ ტეილორმა ჩამოიტანა, ის თეთრი სახლის ცისფერ დარბაზში დადგეს, ხოლო სათამაშოები 50 შტატიდან შერჩეულმა ბავშვებმა დაამზადეს. ყველ სათამაშოს ბავშვის სახელი, ასაკი და საცხოვრებელია ადგილი აწერია.