თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯენ ფსაკის კარინ ჟან-პიერი ჩაანაცვლებს.
ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
ჯენ ფსაკი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას 13 მაისს დატოვებს.
კარინ ჟან-პიერი აქამდე თეთრი სახლის პრესმდივნის მთავარი მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა.