თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა ახალგზარდა გოგონას ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილია.
გოგონა სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და შაბათს შუადღიდან ტელეფონი გამორთული აქვს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და გოგონას სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, გოგონას მანქანა კამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს.