ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. პაციენტს სხეულის დაახლოებით 80% ჰქონდა დამწვარი. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და მამაკაცი. შემთხვევა 19 მაისს, თევზაობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო.
”ენერგო პრო ჯორჯიას” განმარტებით, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.