LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო აბაშიძე და ლუბა დუნდუა ახალ სიმღერაზე ვიდეოს გადაღებას აპირებენ

36

Ardaidardo.Ge

თქვენი ერთობლივი სიმღერა შეიქმნა, მოდით ვისაუბროთ სიმღერაზე…

თაკო: ლუბა ყველას ახსოვს, ის „ნიჭიერის“ ფინალისტი გახლდათ. თუმცა ამ პროექტამდე ჩვენ უკვე დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ხოლო პროექტის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩემი ერთ-ერთი სიმღერა ერთად გვემღერა. ავტორი მე გახლავართ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ სიმღერა თავად შემესრულებინა და ვფიქრობ, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

არანჟირება პაატა სილაგაძეს ეკუთვნის და სიმღერაც სწორედ მის სტუდიაში ჩაიწერა. მინდა პაატას დიდი მადლობა გადავუხადო მეგობრობისთვის, თანადგომისთვის, პარტნიორობისთვის და იმისთვის, რომ ის ყოველთვის ზუსტად ხვდება, თუ რა მსურს. სიმღერის სახელწოდებაა „თანდათან“.

სატელევიზიო პრემიერას თუ გეგმავთ?

თაკო: გვსურს, რომ ძალიან საინტერესო ვიდეორგოლი შევთავაზოთ მაყურებელს და შესაბამისად სატელევიზიო პრემიერაც კლიპის სახით შედგება. ეს ყველაფერი კი მზად ალბათ სექტემბრის ბოლოსთვის იქნება.

მაინტერესებს რამდენი სიმღერა გაქვთ და შემოქმედებითად რამდენად აქტიურობთ?

თაკო: მე დაახლოებით 10-11 სიმღერა მაქვს, რომელსაც სხვადასხვა მომღერლები ასრულებენ. ასევე მაქვს სიმღერები, რომლებიც რუსულ ბაზარზე გაიყიდა.

სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, აპირებთ თუ არა ამ სფეროში მოღვაწეობას?

ლუბა: აუცილებლად ვგეგმავ ამ სფეროში დარჩენას. მინდა თაკოს დიდი მადლობა გადავუხადო, პირველი ნაბიჯები მან გადამადგმევინა და ჩემი თავის რეალიზებაც სწორედ მან მოახდინა. 



გადაცემის აუდიოჩანაწერი




თაკო აბაშიძე & ლუბა დუნდუა – თან და თან




თაკო აბაშიძე & ლუბა დუნდუა – თბილისო. Live





თაკო აბაშიძე & ლუბა დუნდუა. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები