The Black Eyed Peas ხელახლა გაერთიანდება. ამის შესახებ კოლექტივის ლიდერმა, Will.i.am-მა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ჯგუფის დაშლის შესახებ ყველაზე დიდი შეცდომა იყო.
„ჩვენ ვბრუნდებით. ცუდია, რომ ხელახალი გაერთიანების შესახებ მიწევს საუბარი, რადგან მისი დროებით დაშლაც კი ძალიან დიდი შეცდომა იყო“, -განაცხადა მუსიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ კოლექტივმა შემოქმედებითი პაუზა 2011 წელს აიღო. ჯგუფის უკანასკნელი დისკი „The Beginning“ 2010 წელს გამოვიდა. სულ The Black Eyed Peas-ის დისკოგრაფია 6 ალბომს მოიცავს და ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონი ერთეულის ოდენობით არის გაყიდული.