ცნობილი ბრიტანული ელექტრონული დუო The Chemical Brothers საქართველოში ჩამოდის.
“თიბისი სტატუსი” და “ისთერნ ფრომოუშენსი” Big Beats-ის პიონერების კონცერტს, პირველ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში შემოგთავაზებთ.
ბილეთების გაყიდვა 21 აპრილს, დილის ცხრა საათიდან დაიწყება საიტზე tkt.ge. ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება.