LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Insider: უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალი ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ, შესაძლოა რუსეთმა შეიფაროს

90
ანდრი ნაუმოვი

The Insider-ის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრი ნაუმოვმა, რომელმაც თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე ქვეყანა დატოვა და სერბეთში დააკავეს, შესაძლოა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ მიიღოს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელსა“ და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

The Insider-ის თანახმად, ნაუმოვი, რომელმაც უკრაინა დიდძალი თანხითა და ძვირფასეულობით დატოვა, რამდენიმე თვე გერმანიაში ცხოვრობდა. ივნისის დასაწყისში ის სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვარზე დააკავეს. მასთან ერთად ავტომობილში  უკრაინელ-გერმანელი მეწარმე ოლექსანდრ აქსტი იმყოფებოდა, რომელიც გამოცემის ცნობით, უკრაინაში კონტრაბანდის თაობაზე, არაერთ ჟურნალისტურ გამოძიებებში ფიგურირებდა.

თავად ნაუმოვის შესახებ ასევე ქვეყნდებოდა მასალები ძვირფასი ქონების შეძენის თაობაზე. ყოფილი გენერალი სერბეთში სასამართლო იზოლატორშია მოთავსებული, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების მუხლებითაა აღძრული.

უკრაინაში ნაუმოვის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება სახელმწიფოს ღალატის ეჭვის გამო მიმდინარეობს. ყოფილი გენერალი დაკავშირებულია მის შესაძლო როლთან რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებასთან ომის დაწყების პირველივე საათებში. მანამდე კი მას გენერლის წოდება ჩამოერთვა.

„ობოზრევატელის“ მთავარი რედაქტორი ორესტ სოხარი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რუსეთი მზადაა ნაუმოვს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭოს, თუკი ის  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.

კერძოდ კი, „დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის“ შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით. The Insider-ის ცნობით, ნაუმოვის რუსეთში ექსტრადიციის საკითხი შესაძლოა 23 აგვისტოს, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდარ ვულინსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს შორის შეხვედრაზე განიხილებოდა, თუმცა აღნიშნულზე ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g