მცირე პაუზის შემდეგ ჯგუფი The Killers ახალი თრექით The Man დაბრუნდა, რომელზეც მუსიკალური კლიპიც წარმოადგინა. სიახლე „ნამდვილ მამაკაცზეა“ და ის კოლექტივის ახალ, რიგით მეხუთე ალბომში შედის. დისკის რელიზი 20 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ბრენდონ ფლაუერსი კლიპში ერთდროულად სამ მთავარ როლს ასრულებს: უდაბნოს ბრუტალურ მაცხოვრებელს, სცენის ვარსკვლავსა და აზარტულ კოვბოის. ვიდეოს რეჟისორი ტიმ მატიაა.