„ისრაელის ტერიტორიაზე, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის“, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
The Times of Israel-ის ინფორმაციითვე, განგაშის სიგნალი ვრცელდება ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე.
მშვიდობიან მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ შემდგომ შეტყობინებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.
გამოცემის ცნობით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის.