LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Voice ახალი, 30-ე სეზონით ბრუნდება – მწვრთნელების ვინაობა ცნობილია

107
photo-collage.png (73)

პოპულარული ამერიკული მუსიკალური მეგა-შოუ, The Voice NBC-ზე ახალი, 30 სეზონით, 21 სექტემბრიდან დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი წინა სეზონის ექსპერიმენტული სამკაციანი პანელის შემდეგ, ტრადიციულ, ოთხმწვრთნელიან ფორმატს უბრუნდება.

ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა წითელ სავარძლებში — ერთმანეთს ვეტერანები და ახალბედები დაუპირისპირდებიან.

ამ სეზონში პროექტს უბრუნდებიან ძველი მწვრთნელები — ადამ ლევინი და კელი კლარკსონი, რომლებსაც წარსულში 44 გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

მწვრთნელის სავარძლებს პირველად იკავებენ ქუინ ლატიფა და რაილი გრინი.

შოუს კვლავ კარსონ დეილი გაუძღვება.

წელს გამარჯვებულს, ფულადი პრიზისა და ხმისჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გარდა, უპრეცედენტო შანსი ეძლევა. შოუს პროდიუსერების, Live Nation Studios-ისა და Governors Ball-ის კოლაბორაციით, საიუბილეო სეზონის გამარჯვებული მიიღებს ოფიციალურ უფლებას, მომავალ წელს საკუთარი სოლო შოუთი წარდგეს გრანდიოზულ მუსიკალურ ფესტივალზე – Governors Ball. საგულისხმოა, რომ ახალბედა არტისტისთვის, ეს უდიდესი პლატფორმაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები