,,ბილბორდის” ,,21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის 25 უდიდესი პოპვარსკვლავის” სიით უკმაყოფილოთა რიგს, აზელია ბენქსიც შეუერთდა.
ჰიპ-ჰოპ არტისტმა აღნიშნა, რომ არსებულ ჩამონათვალს და დასახელებულ მუსიკოსებს შორის პოზიციების გადანაწილებას არ ეთანხმება. ის ასევე ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმად მეორე და პირველი ადგილები – ბიონსესა და ტეილორ სვიფტს მიენიჭებათ.
აღსანიშნავია, რომ რეპერმა, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია კრიტიკული შეხედულებებითა და კონფლიქტებით, გამოცემის გუნდის საპასუხოდ, ქსელში თემატური რეიტინგის საკუთარი ვერსიაც კი წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ იმ ფონზე, როცა 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდება, ,,ბილბორდი” უკვე რამდენიმე თვეა ყოველკვირეულად, გამოცემის გუნდის მიერ შედგენილ, ბოლო 25 წლის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგს გვთავაზობს. ახლახან, ჩამონათვალს, The Weeknd-იც გამოეხმაურა.