კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd-მა სიმღერაზე „He Was Never There“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა, რომელიც მის ახალ ალბომში „My Dear Melancholy“ შედის. ვიდეო „სცენის მიღმა“ ფორმატშია გადაღებული და მასში ნაჩვენებია კადრები თუ როგორ მუშაობდა მუსიკოსი ახალ ნამუშევარზე და სად ეძებდა ის შთაგონებას. ვიდეს ჟანრად docupoem, ანუ “დოკუმენტური პოემა” დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, მუსიკოსმა სრულიად მოულოდნელად გამოუშვა მინი-ალბომი „My Dear Melancholy“, რომელიც 6 სიმღერისგან შედგება.