LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Weeknd ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ვარსკვლავია

112

ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების შემოსავლები დაითვალა. პირველი ადგილი რეიტინგში აბელ ტასფაინმა დაიკავა, რომელსაც საზოგადოება The Weeknd-ის სახელით იცნობს. მომღერალმა ერთი წლის განმავლობაში 92 მილიონი დოლარი დააგროვა.

The Weeknd-მა შემოსავლის დიდი ნაწილი თავისი წარმატებული ტურნეს Legend of the Fall წყალობით მიიღო. აბელმა, გარდა იმისა, რომ სელენა გომესთან ჰქონდა ურთიერთობა, დიდი ქონების დაგროვებაც შეძლო. სასაცილოა, მაგრამ მეორე პოზიცია ჯასტინ ბიბერმა დაიკავა, სელენა გომესის ძველმა-ახალმა ბოიფრენდმა. კანადელმა მომღერალმა დაახლოებით 83 მილიონი დოლარის გამომუშავება კონცერტებითა და Calvin Klein-თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად შეძლო. სამეულს კი ადელი ასრულებს, რომლემაც ერთი წლის განმავლობაში 69 მილიონი დოლარი დააგროვა. მომღერალი ერთ წელიწადში ასაკის გამო ამ რეიტინგში მოხვედრას ვეღარ შეძლებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები