LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თი ბოტით The Chemical Brothers-ის ბილეთების შეძენა ფასდაკლებითაა შესაძლებელი

85

თიბისის თი ბოტს The Chemical Brothers-ის მსმენელისთვის სიახლე აქვს.

ის, ვინც 1 სექტემბრამდე თი ბოტის შეთავაზებით ისარგებლებს, The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების შეძენას 44%-იანი ფასდაკლებით შეძლებს.

მომხმარებელმა Facebook Messenger-ში თი ბოტს The Chemical Brothers-ის კონცერტის შესახებ უნდა მისწეროს, რის შემდეგაც თი ბოტისგან პრომოკოდს მიიღებს. პრომოკოდის გამოყენება შესაძლებელია სექტემბრამდე, tkt.ge-ზე ბილეთების შეძენისას. ფასდაკლება ვრცელდება როგორც Silver, ისე Gold კატეგორიის ბილეთებზე. პრომოკოდის გამოყენებით ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 6 ბილეთის შეძენა.

ცნობილი ინგლისური დუეტის, The Chemical Brothers-ის კონცერტი 1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება. ღონისძიების წარმდგენები „ისტერნ პრომოუშენსი“ და თიბისი სტატუსი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები