7 იანვარს, ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 126-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის შედეგად დაშავებულია 188 ადამიანი.
შენობების ნანგრევებში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ოპერაცია, დაზიანებულია 3 000-ზე მეტი შენობა.
ცნობისათვის, ტიბეტში მიწისძვრა 7 იანვარს, ადგილობრივი დროით 9:05 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა.