LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგს გთავაზობთ

436
თიბისი

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

პარასკევს, 13 სექტემბერს, 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი.

ორსაათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ
  • HACCP-ის ისტორია
  • წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები
  • კარგი წარმოების პრაქტიკა
  • კარგი ჰიგიენის პრაქტიკა
  • საკვებით მოწამვლა
  • საკვებთან დაკავშირებული საფრთხეები
  • ალერგენები
  • ჯვარედინი დაბინძურება
  • 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის
  • რისკების კონტროლი სამზარეულოში
  • HACCP-ის 12 საფეხური
  • HACCP-ის სისტემის უპირატესობის დადგენა

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g