LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი ტექსკოლა: განათლების პლატფორმა მოსწავლეებისთვის

611
თიბისი ტექსკოლა

თიბისი ტექსკოლაში, რომელიც ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყნის წამყვანი განათლების ონლაინ პლატფორმაა, გაზაფხულის ნაკადის კურსები 365-მა მონაწილემ დაასრულა. ტექსკოლას, ჯამში, უკვე 3200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც სრულიად უფასოდ, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა IX-XII კლასის მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმაოს თეორიული და მიიღოს პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებაში.

ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება.

ტექსკოლაში მოსწავლეების მიღება სექტემბრიდან განახლდება.

მთავარია, გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პლატფორმა კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g