LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

529
თიბისი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, მომხმარებლების ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად, ფუნქციონალები მუდმივად ემატება.  

ამჯერად იმ ფუნქციონალების შესახებ მოგიყვებით, რომელთა საშუალებით, ბიზნესსაქმიანობისთვის საჭირო მომსახურების მიღება მარტივად, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. 

  • თანამშრომლების მენეჯმენტი – კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში თანამშრომელი დაამატოს და მას კონკრეტული უფლებები მიანიჭოს (დადასტურების, რედაქტირების და ა.შ). აღნიშნული ფუნქციების მინიჭება შესაძლებელია კონკრეტული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კი, მობაილბანკითვე, შესაძლებელია დროის გახანგრძლივება. 
  • KYC – იცნობდე შენს მომხმარებელს – აღნიშნული ფუნქციონალი გულისხმობს ბიზნესმომხმარებლის მიერ პირადი ინფორმაციის შევსებასა და განახლებას ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მონაცემებს არ განაახლებს, მას შეეზღუდება წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და ფინანსურ საკითხებზე. 
  • SMS OTP-ის დადასტურება – ფინანსური ოპერაციების (ტრანზაქციების, კომუნალური გადახდების, გადარიცხვების) განხორციელება უკვე SMS კოდის საშუალებითაა შესაძლებელი და ამისათვის დიჯიპასის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g