LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე, ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

545
თიბისის ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 443-მა ბიზნესმა გამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოების არსებობის 9 წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია.  

ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს. 

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით – საუკეთესო ფრილანსერი.

საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან: 

  • საუკეთესო პროდუქტი  
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი  
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა  
  • გამორჩეული როლი რეგიონში  
  • საუკეთესო ფრილანსერი  

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიონ ჯილდო, მათ შორის: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების, ასევე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია Visa. მხარდამჭერები – აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.  

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g