LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება

427
თიბისის მაცნე

„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების  შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.

„თიბისის მაცნე“ საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში, 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია თიბისის ფილიალებში.

გაზეთის მეორე ნომერი სულ ახლახან გამოიცა, რომელშიც თიბისიმ მკითხველს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა და სპეციალურად პროექტისთვის შექმნა თამაში, რომლის გამარჯვებულები ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან.

თამაშის მიხედვით, გაზეთის ერთ-ერთ გვერდზე აგროთემატიკის სტიკერები და ამ სტიკერების ჩასაკრავად სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებია განთავსებული. მკითხველმა 7 სახის სხვადასხვა სტიკერი უნდა შეაგროვოს და შეავსოს ცარიელი ადგილები. იმისთვის, რომ გათამაშებაში მონაწილემ შეძლოს ყველა სტიკერის შეგროვება, სხვა გაზეთის მქონე პირი უნდა იპოვოს, განსხვავებული სტიკერების კომბინაციით. მონაწილეები ერთმანეთში სტიკერების გაცვლით შვიდივე საჭირო სტიკერს მოიპოვებენ.

მონაწილეს, რომელიც თიბისის ნებისმიერ ფილიალში წარადგენს გაზეთს შვიდივე შეგროვებული კომპონენტით, გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g