LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიერი ანრი ხელფასს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

49

ტიერი ანრი ბელგიის ნაკრებში აღებულ ჯამაგირს ქველმოქმედებისთვის დახარჯავს.

გასულ კვირას ლეგენდარული ფრანგი ”წითელი ეშმაკების” სამწვრთნელო შტაბში შევიდა. წელიწადში ის 50 ათას ევროს მიიღებს. როგორც sportmagazine.levif.be წერს ამ ფულს ანრი საქველმოქმედოდ გაიღებს.

მოგეხსენებათ, ტიერი ანრი Sky Sports-ის ექსპერტიცაა და, როგორც ჩანს, იქაური ანაზღაურება ყოფნის.

ბელგიის ნაკრები აგვისტოს დასაწყისში რობერტო მარტინესმა ჩაიბარა.
ანრის კი ერთი ხანობა ”არსენალის” ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელის პოსტი ეკავა.

Sky Sports-ის კონტრაქტის მიხედვით ფრანგი წლიურად 5 მილიონ დოლარს იღებს, ხელშეკრულება კი 2021 წლამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g