რესტორანი ”ტიფლის ვერანდა” საკუთარ სტუმრებს ახალ, სეზონურ კერძებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას რესტორნის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ქეთი ბახტურიძემ აღნიშნა, სიახლის ფარგლებში წარმოდგენილია გოგრის ორი დესერტი, ასევე იხვისა და კურდღლის კერძები.
მისივე ინფორმაციით, რესტორანი მსურველებს ბიზნეს-ლანჩსაც სთავაზობს, რომლის ღირებულებაც 25 ლარია. ბიზნეს-ლანჩით სარგებლობა მსურველებს ყოველ სამუშაო დღეს 12:00 -დან 16:00 საათამდე შეუძლიათ და ის 4 კერძისგან შედგება : წვნიანი, სალათი, მთავარი კერძი და დესერტი.
”გარდა ამისა, ჩვენთან ყოველდღე 17:00-დან 19:00 საათამდე მოქმედებს ინგლისრური ჩაის საათები. რესტორნის ერთ ნაწილში გვაქვს განთავსებული ფურშეტის ტიპის მაგიდა, სადაც წარმოდგენილია ინგლისური ტრადიციული ორცხობილები და ნამცხვრები, ასევე ინგლისური ჩაის ფართო ასორტიმენტი. ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს მობრძანდეს და მხლოდ 18 ლარად დააგემოვნოს მისთვის სასურველი დესერტი, თუ ჩაი”, – აღნიშნა ბახტურიძემ.
მისივე განმარტებით „ტიფლის ვერანდა“ მაღალი კლასის ევროპული რესტორანია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი კერძებისა და სასმელების მრავალფეროვან არჩევანს, ქართულ–ევროპული სამზარეულოსა და მეგობრული გარემოსთან ერთად, ცოცხალ მუსიკასაც სთავაზობს, ყოველ დღე, საღამოს 20:00 საათიდან.
შეგახსენებთ, რომ რესტორანი „ტიფლის ვერანდა“ თბილისის ისტორიულ ცენტრში, სასტუმრო „ტიფლის პალასის“ ბოლო სართულზე მდებარეობს და ყოველ დღე 11:00-დან 02:00 სათამდე მუშაობს.