LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია ბებიობისთვის ემზადება

1704
tikafacacianewws

თიკა ფაცაციას ახლახან 40 წელი შეუსრულდა. ის, როგორც ჟურნალ „სარკესთან“ აღიარებს, უკვე ბებიობაზე ფიქრობს.

თიკა ფაცაცია:

„უფროსი შვილი, ანდრო 21 წლისაა და მომავალ 10 წელიწადში რატომ არ შეიძლება, ოჯახი შექმნას?! რა თქმა უნდა, მე არავის ვაძალებ და არავის ცხოვრებაში არ ვერევი. ანდრო უკვე ჩამოყალიბებულია თავის ცხოვრებაში. ძალიან გონიერი ადამიანია და ზუსტად იცის, რა უნდა. მის ასაკში ბევრ რამეში არ ვიცოდი, რა მინდოდა. ახლაც კი მაქვს საკუთარი თავის შეცნობის მომენტები. შუათანა, იოანე, გარდატეხის პერიოდისთვის ემზადება და ვნახოთ, როგორი იქნება ეს ეტაპი. ალექსანდრე კი ახლა აყალიბებს თავის ხასიათს…“

თიკა თავისი ასაკის შესახებაც საუბრობს:

„მომწონს ეს ასაკი. ცხოვრება იმდენად რთულია, უნდა გვიხაროდეს ყოველი წლის მომატება, რომ ცოცხლები ვართ, ამიტომ არც ის ნაოჭი მედარდება, რაც ასაკის მატებას მოჰყვება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები