LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია: „ნინუცა მომიყვა, რომ დიდხანს იწვა ლოგინში და ცხოვრების აზრს ვერ ხედავდა, მაგრამ მაშინ ამის მიზეზი არ ვიცოდი…“

433
tikafacacia2045

თიკა ფაცაციამ „შუადღის“ ეთერში ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ახლახან ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, წლების წინ ჩადენილ ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, სოლიდარობა გამოუცხადა.

თიკამ გაიხსენა ნინუცასთან ერთ-ერთი საუბარი, სადაც კოლეგა მას იმის შესახებ უყვებოდა, როგორ იყო ლოგინად ჩავარდნილი, თუმცა მიზეზი არ გაუმხელია.

თიკა ფაცაცია:

„როდესაც ნინუცა ჩვენს საგრიომორში მიყვებოდა, რომ დიდხანს იწვა ლოგინში და ცხოვრების აზრს ვერ ხედავდა, ჩემთვის ვიფიქრე, რომ ამას თავისთავად ექნებოდა თავისი მიზეზი, რომელიც მაშინ არ ვიცოდი. შემდეგ გადაცემაში ყველამ მოვისმინეთ, რომ ის იყო მეუღლისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია ამის აღიარება, როცა მოინელებს იმ დიდ ტრაგედიას, რაც გამოიარა. სწორედ ამიტომ დასჭირდა ალბათ ნინუცას დრო, რომ ეს ეთქვა, რადგან ეს არ არის ადვილი. ყოჩაღ ნინუცას!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g