თიკა ფაცაცია გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ყიდულობენ ის და არჩილ სოლოღაშვილი გზაზე გამოსული ბიჭუნასგან ყვავილებს დედის დღისთვის.
„არის პატარა დეტალები, რომლებიც გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე გვგონია…“, წერს თიკა.
აჩიკო იხსენებს, თავად როგორ აგროვებდა ცარიელ ბოთლებს, როცა 11 წლის იყო:
„ქარხანა იყო, ლიმონათებს ასხამდნენ, ცარიელი ბოთლები მიგვქონდა და ვასხმევინებდით, მერე ჩვენი მეზობელი გვეხმარებოდა, რომ გაგვეყიდა. 10-11 წლის ვიყავი… მიზერი იყო, შარვალიც არ მოგვივიდოდა, მაგრამ ენთუზიაზმით ვაკეთებდით. როცა ვხედავ, რომ ბავშვი რაღაცას ცდილობს, ჩემზე სხვანაირად მოქმედებს…“
