LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია ბულინგის მსხვერპლი გახდა – „ვინც თვლის, რომ უნდა “დავიკიდო”, არა ხალხო, არ ჭრის ეგ ტაქტიკა“ – რა გამოსავალს ხედავს განო მელითაური

3420
ტიკა და განო

განო მელითაური  სოციალურ ქსელში მომღერალ თიკა ჯამბურიას  ბულინგს ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი შემთხვევები ვერანაირად ვერ ჩაითვლება სიტყვის გამოხატვის თავისუფლებად.

„ეს არის სირცხვილი! და სანამ ამ ქვეყანაში საჯარო სივრცეებში წარმატებული შემდგარი ადამიანების ბულინგი არ გახდება დასჯადი ვიქნებით ამ ნეხვში!!!!

აბსოლუტურად ყველა ადამიანის მსგავსი ბულინგი უნდა იყოს დასჯადი! განურჩებლად ეროვნების, პროფესიის, სქესის და სექსუალურო ორიენტაციისა! მაგრამ ვინც ოდნავ სხვებზე გამორჩეულია რაიმეთი, ან განახვავებულია, ან ოდნავ მეტს მიაღწია, მათ განსაკუთრებით ქოლავენ!

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ არის ეს!

და კანონი გაქვთ მახინჯი! ძვირფასებო! სიტყვის თავისუფლება ამას რომ უშვებს, ეს არის ფსკერი! რადგან ჩემი თავისუფლება სხვის თავისუფლებას თუ ზღუდავს და კვეთს წითელ ცირკულარებს პიროვნული, მორალური და ადამიანური ღირებულებებს, ეს სიტყვის თავისუფლება კი არა
ძ ა ლ ა დ ო ბ ა ა და ამორაურია!
თინა ჯამბურია ულამაზესი , უნიჭიერესი და უკარგესი გოგო ხარ!

ცხადია ურთულესია ამ სიმახინჯეს გაუძლოს ადამიანმა , მაგრამ საუბედუროდ ინტელექტის, ადამიანობის და მორალის დეფიციტია ვერშემდგარ გაუბედურებულ საზოგადოებაში!

მაქციებად იქცნენ ზოგიერთები!“. – წერს განო მელითაური სოციალურ ქსელში.

თიკა ჯამბურია ბულინგის მსხვერპლი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა.  რამდენიმე დღის წინ, ის ერთ-ერთ გადაცემაში იყო სტუმრად, სადაც საჭმლის გაკეთება მოუწია. რეკლამის დროს დედას რჩევები ჰკითხა.

ზარის განხორციელების ვიდეო, გადაიღეს და სოციალურ გვერდზე აიტვირთა. რასაც საზოგადოების ნაწილისგან, უარყოფითი რეაქციები მოჰყვა.

„არ ვიცი საიდან დავიწყო …..
რამდენიმე დღის წინ ვიყავი „რუსთავი 2“- ის დილაში , სტუმრად …. სრულიად შემთხვევით მომიწია კატლეტისა და პიურეს გაკეთება პირდაპირ ეთერში.

ვინც მიცნობს, იცის , რომ კულინარია ჩემი გატაცებაა და ვგიჟდები, ისე მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დედა საოცარი მზარეულია, უბრალოდ რეკლამის დროს გადავწყვიტე დამერეკა და მისგან რჩევები მიმეღო. ამ დროს გადაცემის პროდიუსერმა უწყინარი ვიდეო გადამიღო და მათ გვერდზე ატვირთა.

თან მეცინება, რომ ამის ახსნა მიწევს და აი, ეს ხდება კომენტარებში … გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე , რომ იქნებ ამ ადამიანების შვილებმა ან ახლობლებმა ნახოთ, იქნებ თქვენც ვინც ამას კითხულობთ, გადააზიაროთ და გაავრცელოთ, რომ მივიდეს იქნებ რომელიმეს ოჯახამდე და ერთხელ და სამუდამოდ ბოროტება გახდეს სირცხვილი და ეს ხალხი შერცხვენილები მაინც იყვნენ ახლობლების წინაშე და გაიგონ, რომ ძალიან ძალიან ძალიან სირცხვილია ადამიანებოოო!!!!!!

ესე ილანძღოთ და ამხელა ღვარძლი ამოანთხიოთ სრულიად უწყინარ ვიდეოზე ….. მესმის, რომ რთული ცხოვრება გვაქვს , მესმის რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს , მაგრამ კარგით რააა, ესე რამ გაგაბოროტათ და ესე რამ გაგაგიჟათ ხალხო.

პ.ს იმ ადამიანების საყურადღებოდ ვინც თვლის, რომ უნდა “დავიკიდო” და ყურადღება არ მივაქციო … არა ხალხო, არ ჭრის ეგ ტაქტიკა უარესად გიშვებიან მერე და ამიტომ ჯობია გავასაჯაროოთ ეს ხალხი და იქნებ, მერე შერცხვეთ მაინც და დაოკდნენ)))

ხოო და კიდევ, ძალიან საწყენია, რომ 400 კომენტარიდან თითქმის ყველა დედის ტოლა ქალები არიან. ქალები, რომლებსაც ჩემხელა შვილები ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, საკუთარი შვილების დასაცავად ნებისმიერ ადამიანს კბილებით გაძიძგნიან, ხოდა რა ვიცი, ისე იცოდეთ, მეც ცოცხალი ადამიანი ვარ )))) და მეც მაქვს გრძნობები, ემოციები და ძალიან ძალიან მწყინს ეს ნეგატივი თქვენგან …. მადლობა ნახვამდის?? უბრალოდ გისურვებთ რომ არ ვიცი რა გისურვოთ“ ? – დაწერა თიკა ჯამბურიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g