თიკა ჯამბურიამ სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის გაკეთებული „მასტერშეფის“ სეზონი მოიგო.
მისი გამარჯვების შესახებ შეფმა კონსტანტინე თედელურმა გუშინ, საქართველო-პორტუგალიის მატჩის დაწყებამდე გამოაცხადა.
თიკამ თავისი ჯილდო და სასიხარულო ემოციები პოსტში გაგვიზიარა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
თიკამ ისეთი გემრიელი ნაყინი მოამზადა, რომელმაც შეფ კონსტანტინესა და ვოვა გუცაევის, ასევე ნონა გაფრინდაშვილის დიდი კომპლიმენტები დაიმსახურა.