LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა კურტანიძე: „წელს ვიმოგზაურე 6 ქვეყანაში და 14 ქალაქში, თუ მიზანი გაქვს, შრომობ და არ ნებდები, შეგიძლია იცხოვრო ისეთი ცხოვრებით, როგორიც შენ გინდა“

472
თიკა კურტანიძე

თიკა კურტანიძე სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტს გვიზიარებს.

ინფლუენსერი წერს, რომ წელს 6 ქვეყანაში და 14 ქალაქში იმოგზაურა, ეს ყველაფერი კი საკუთარი გამომუშავებული თანხით შეძლო.

„წელს ვიმოგზაურე 6 ქვეყანაში და 14 ქალაქში

ვენა

პარიზი ×2

რომი

მაიორკა

სალონიკი

ბარსელონა • გრანადა • მალაგა • მარბეია • ტოსა დე მარი

ათენი

დოჰა

მილანი და ვერონა

მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ეს არ არის უბრალოდ გადაადგილება საზღვრებს შორის ეს არის გამოცდილება, რომელიც აფართოებს ჩვენს მსოფლმხედველობას.

ყოველი ახალი ქვეყანა მასწავლის განსხვავებულ აზროვნებას.

მოგზაურობა მაძლევს შესაძლებლობას, გავიგო, რამდენად განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან და ამავდროულად, რამდენად ვგავართ ერთმანეთს.

განსაკუთრებით მეამაყება ის ფაქტი, რომ თითოეული მოგზაურობა საკუთარი შრომით, საკუთარი გამომუშავებული თანხით შევძელი.

დავაგროვე უამრავი მოგონება და გამოცდილება, რომელიც კონტენტის სახით გაგიზიარეთ.

სულ ჯამში 56 327 კმ ვიფრინე და თვითმფრინავში გავატარე 68 საათი და 40 წუთი, რაც 2 დღე და 21 საათია

ანუ დედამიწას ერთი სრული წრე და ცოტა მეტი მოვარტყი

ეს პოსტი არის შეხსენება: თუ მიზანი გაქვს, შრომობ და არ ნებდები, შეგიძლია იცხოვრო ისეთი ცხოვრებით, როგორიც შენ გინდა.

გახსოვდეს შენ ქმნი საკუთარ რეალობას.

ეს მხოლოდ დასაწყისია…“-წერს თიკა კურტანიძე და რჩეულ კადრებს გვიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g